Saturday, October 18, 2014

პროექტზე დაფუძვნებული სწავლების ტრენინგის შეჯამება

ტრენინგის ყველა დღე სიახლეებით სავსე იყო. ძალიან საინტერესოა პროექტებით სწავლება. მიხარია რომ ვისწავლე პროექტის გეგმის შედგენა,ვისწავლეთ ასევე პროექტების და პრეზენტაციების ატვირთვა დრაივზე და ბლოგზე გამოქვეყნება. ერთი სული მაქვს როდის შეისხამს ჩემი პროექტი ფრთებს. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გაწეული დახმარებისთვის....

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Sunday, October 12, 2014

მერვე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მეექვსე მოდული.ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაციის  დრაივზე ატვირთვა და ბლოგზე გამოქვეყნება. ფასილიტაცია მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებზე.

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, October 11, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავეცანით მეხუთე მოდულს,განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,  შეფასების გეგმები მოვიძიეთ ჩვენი პროექტისთვის სავარაუდო რესურსები, მასწავლებლის მართვის პროგრამით შევადგინეთ ჩვენი პროექტისთვის სავარაუდო ტესტები. დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.

Sunday, October 5, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციას, პრეზეზენტციის შაბლონს.ჩვენც შევქმენით ჩვენი პროექტისთვის მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია......

Saturday, October 4, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

გავეცანით პროექტებით სწავლების მესამე მოდულს,  21 საუკუნის უნარ-ჩვევები მოვარგეთ ჩვენს პროექტს. გავეცანით საავტორო უფლებებს.